"მამარდაშვილს ვალენსიაში ძალიან ბევრი საქმე აქვს. ხშირად არის, როდესაც ლა ლიგის საუკეთესო მეკარედ სწორედ ის გვევლინება. ლივერპულმა მის სანაცვლოდ გადაიხადა 30 მილიონი და უნდა ითქვას, რომ ეს ფასი დამსახურებულია. გიორგის ჩვენს რეიტინგში ჩამორჩება მხოლოდ ალისონი, რომელსაც ის "წითლებში" ჩაანაცვლებს.
ქართველმა მეკარემ გაიბრწყინა განვლილ ევროპის ჩემპიონატზე, რომელზეც მან არაერთი სეივი შემოგვთავაზა. მხოლოდ ჩეხეთთან შეხვედრა რომ ავიღოთ, მერსისაიდელთა მომავალმა მეკარემ თავისი ეროვნული გუნდი გოლის გაშვებას 11-ჯერ გადაარჩინა", - წერს ბრიტანული პრესა.











