61-ე წუთზე გატანილი გოლით სტუმრები იგებდნენ და საქმე ბოლომდე მიჰყავდათ, თუმცა ბოლო წუთზე დასანანი გოლი გაუშვეს და შეხვედრა ფრედ დაასრულეს.
1-თვიანი პაუზის შემდეგ, მოედანს ვალენსიას ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი დაუბრუნდა, რომელმაც 4 სეივი გააკეთა, თუმცა ბოლოს გუნდი ვერ გადაარჩინა.
ამ ფრით ვალენსიამ 13 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში კვლავ ბოლო ადგილზეა.









