- კარგი სეზონი ვალენსიასთან და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად.
- დიახ, გასული სეზონი ჩემთვის საუკეთესო იყო. ეს ყველაფერი დიდი შრომის შედეგია და ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი ასე განვითარრდა. ვფიქრობ, მთავარი შრომაა, არ უნდა გავჩერდე, რომ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო.
- წლის საუკეთესო მეკარის ჯილდოს ნომინანტთა შორის ხართ, ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ?
- ჩემი ბავშვობის მთავარი ოცნება იყო ვყოფილიყავი ერთ-ერთი საუკეთესო, ხოლო რაც შეეხება საუკეთესო მეკარის ჯილდოს ნომინანტთა შორის ყოფნას, ეს ჩემთვის დიდი სიხარული იყო. როცა ეს ამბავი გავიგე, მაშინვე გავიფიქრე - "ღმერთო ჩემო, მე უკვე საუკეთესოთა შორის ვარ".
- მალე მამა გახდებით, როგორი გრძნობაა?
- ეს ძალიან დიდი რამ არის, მაგრამ ყველანი მშვიდად ვართ და ველოდებით ბავშვის დაბადებას. თუ ჩემი ოჯახის წევრები ბედნიერები არიან, მაშინ მეც კარგად ვარ და ფეხბურთზეც უფრო მეტ კონცენტრაციას ვახდენ.
- ახლა ვალენსიაზე ვისაუბროთ. როგორი გაწყობაა გუნდში?
- სამწუხაროდ ახალი სეზონი მძიმედ დავიწყეთ, მაგრამ ახლა ჩვენ მხოლოდ ჟირონასთან და ოსასუნასთან მატჩებზე ვფიქრობთ. ჩვენ შეგვიძლია სიტუაციის გამოსწორება. ვიცი, რომ კარგი გუნდი გვყავს და მატჩების მოგება შეგვიძლია.
ჟირონასთან ძალიან რთული, მაგრამ საინტერესო შეხვედრა გველოდება. პირველი რთული 5 მატჩის შემდეგ, დრო არის, გამარჯვებას მივაღწიოთ. მესტალიაზე თამაში გვიადვილდება და როდესაც სახლიდან შორს ვთამაშობთ, ქულების დაგროვება გვიჭირს. ბარსელონასთან ვერ მოვიგეთ, მაგრამ ვფიქრობ კარგად ვითამაშეთ — კარგი პერფორმანსი გვქონდა ვილიარეალთანაც. ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ, თუმცა მატჩების მოგებაც უნდა დავიწყოთ. სიტუაცია მალე უნდა გამოვასწოროთ. ფანების მხარდაჭერა გვჭირდება.
- ვალენსიაში გატარებულ წლებზე, რომ ვისაუბროთ.
- ვალენსიამ, ამ ქალაქმა ჩემი ცხოვრება შეცვალა. აქაურობა გაზრდაში ძალიან დამეხმარა. ამ სეზონში მინდა, რომ ამ კლუბისთვის და ქალაქისთვის ყველაფერი გავაკეთო. პირველივე დღიდან ყველა მეხმარეობდა, აქ განსაკუთრებული 3 წელი გავატარე და მადლობის მეტს ვერაფერს ვიტყვი.









