სეზონის დასრულებით, გიორგი მამარდაშვილმა ვალენსია დატოვა. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მეკარე გასულ ზაფხულს გაიფორმა ლივერპულმა, "ღამურებში" კი ქართველი გოლკიპერი განათხოვრების წესით თამაშობდა. ესპანური თავგადასავალი დასრულებულია, წინ, მერსისაიდია.
რაც შეეხება "წითლების" წინასასეზონო გეგმებს, 13 ივლისი - ამხანაგური მატჩი პრესტონთან, შემდეგ კი აზიური ტურნე. პრემიერ ლიგის მოქმედი ტრიუმფატორი 26 ივლისს ჰონგ კონგში შეხვდება მილანს, 4 დღის შემდეგ კი იოკოჰამა მარინოსს. საქართველოს ეროვნული გუნდის გოლკიპერი იმ დროისთვის ენფილდის ბინადრების განკარგულებაში იქნება.
შეგახსენებთ, რომ არნე სლოტის გუნდმა 25 წლის მეკარე 30 მილიონ ევროდ გაიფორმა. ალისონ ბეკერის შემდეგ, ის არის ყველაზე ძვირადღირებული გოლკიპერი ლივერპულის ისტორიაში. აქვე დავამატებთ, მამარდაშვილის კონკურენტი ინგლისურ კლუბში სწორედ ბრაზილიელი კარის დარაჯი იქნება.









