ანგარიში ლოპესმა გახსნა, თუმცა პირველივე ტაიმში "ღამურებმა" ორი გოლი გაიტანეს და წინ გავიდნენ. ტაიმის მიწურულს, მამარდაშვილმა უხეში შეცდომა დაუშვა, რის გამოც მოედნიდან გააძევეს.
10-კაციან ვალენსიას მეორე ნახევარში ლევანდოვსკი უტევდა და სამი გოლიც გაუტანა. პოლონელი ფორვარდის ბენეფისით ბარსელონამ ვალენსია 4:2 დაამარცხა.
ამ გამარჯვებით ბარსელონამ მეორე ადგილი გაიმყარა, თუმცა ჩემპიონობის მხოლოდ თეორიული შანსები დარჩა.









