რამდენიმე საათის წინ როგორც გაირკვა, ალისონ ბეკერის ტრავმა იმაზე ბევრად მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ამას თავიდან ვარაუდობდნენ. 33 წლის ბრაზილიელი მეკარე დაახლოებით 6 კვირას გამოტოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო მატჩებში ლივერპულის კარს საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი ნომერი გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.
ლივერპულის ქომაგები ალისონის ტრავმასა და გიორგი მამარდაშვილისთვის მიცემულ შანსს სოციალურ ქსელებში ეხმაურებიან:
"ალისონის ტრავმა ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენ გიორგი მამარდაშვილი გვყავს"
"ალისონი, რომ მიმდინარე სეზონშიც მძიმე ტრავმას მიიღებდა, ეს ყველამ ვიცოდით. ძალიან ცუდი რამ მოხდა, მაგრამ ჩვენ მამარდაშვილი გვყავს, რომლის ნდობაც შეგვიძლია"
"გიორგის იმედი მაქვს. ვიცი, რომ ასეთ რთულ მომენტში არ დაგვაღალატებს"
"გასულ წლებში გიორგის ბევრჯერ დაუმტკიცებია, რომ მაღალი დონის მეკარეა. მისი იმედი მაქვს"
"მამარდაშვილს წინ ურთულესი 8 მატჩი ელოდება, მაგრამ ჩვენ მისი უნდა გვჯეროდეს"
გთავაზობთ ლივერპულის მომდევნო 8 მატჩს, სადაც დარწმუნებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ მერსისაიდული კლუბის კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს:
ჩელსი vs ლივერპული | პრემიერ ლიგა | 4 ოქტომბერი
ლივერპული vs მანჩესტერ იუნაიტედი | პრემიერ ლიგა | 19 ოქტომბერი
აინტრახტი vs ლივერპული | ჩემპიონთა ლიგა | 22 ოქტომბერი
ბრენტფორდი vs ლივერპული | პრემიერ ლიგა | 25 ოქტომბერი
ლივერპული vs კრისტალ პალასი | ინგლისის ლიგის თასი | 29 ოქტომბერი
ლივერპული vs ასტონ ვილა | პრემიერ ლიგა | 2 ნოემბერი
ლივერპული vs რეალ მადრიდი | ჩემპიონთა ლიგა | 5 ნოემბერი
მანჩესტერ სიტი vs ლივერპული | პრემირ ლიგა | 9 ნოემბერი









