ვალენსიელები პირველივე ტაიმში ორბურთიანი სხვაობით წინ გავიდნენ, თუმცა ლოგიკურია, რომ სამეფო კლუბმა მოწინააღმდეგის ნახევარზე წნეხი გაზარდა.
ამ წნეხს ვალენსიამ ვერ გაუძლო. ვინისიუსმა ტაიმის ბოლოს ანგარიში გაათანაბრა, მეორე ნახევარში კი დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მიუხედავად ამისა, ვალენსიას ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა კარგი მატჩი ჩაატარა და 3 ბურთი აიღო. 27 ტურის შემდეგ, ვალენსიას 37 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა, რეალი კი სატურნირო ცხრილის ლიდერია.









