მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ვალენსიას ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც მორიგი მშრალი მატჩი შეინახა და ჯამში 3 სეივი გააკეთა.
აღსანიშნავა, რომ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მამარდაშვილს სულ 11-ჯერ აქვს კარი მშრალად შენახული, რაც ესპანეთში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.
რაც შეეხება ვალენსიას, 30 მატჩის შემდეგ, გუნდს 44 ქულა აქვს, მე-7 ადგილზეა და აქტიურად იბრძვის ევროტურნირებზე გასასვლელად.










