ლივერპული აგრძელებს თავის აზიურ ტურნეს და ამჯერად დაუპირისპირდა იოკოჰამას, რომელიც 3:1 დაამარცხა. ინგლისური გუნდის შემადგენლობაში თავისი პირველი სრული შეხვედრა ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც ერთ-ერთ ეპიზოდში საკმაოდ რთული ბურთიც მოიგერია.
ახალი სეზონის დაწყებამდე, მერსისაიდელები 8 აგვისტოს ჩაატარებენ კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს, ამჯერად ატლეტიკ ბილბაოსთან, ორი დღის შემდეგ კი ინგლისის სუპერთასის ფარგლებში კრისტალ პალასს შეხვდებიან.









