21 მარტს, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახეავრფინალში, დინამო არენაზე, ლუქსემბურგს დაუპირისპირდება. ნაკრებმა შეკრება დღეს დაიწყო.
უიქენდის გამორჩეული ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი იყო, რომელმაც, მიუხედავად ვილიარეალთან მარცხისა, საოცარი მატჩი ჩაატარა, თერთმეტმეტრიანი მოიგერია, 6 სეივი გააკეთა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ბუნდესლიგა 2-ში კი მაგდებურგი კარლსრუეს დაუპირისპირდა და 0:7 დამარცხდა. მამამარდაშვილის მსგავსად, ბუდუ ზივაივაძემაც ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა, დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა.
საგოლე გადაცემით გამოირჩა შტურმის ქართველი ლიდერი ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც 60 წუთი ითამაშა და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.

ინგლისის ჩემპიონშიფში უოტფორდმა ბირმინგემი დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და კარგი შეხვედრაც ჩაატარა.
დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნებულმა გიორგი ქოჩორაშვილმა ლევანტეს ულიდერა, 90 წუთი მოედნის ცენტრში დამაჯერებელი იყო და ნაკრებში ისიც დიდი შემართებით ჩამოდის.
როგორც ვხედავთ, საქართველოს ნაკრების ყველა ფეხბურთი ფორმაშია, სათამაშო პრაქტიკა აქვთ და მზად არიან დიდი გამარჯვებისთვის.









