პრემიერ ლიგის მე-10 ტურის მორიგი მატჩი ენფილდზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა ლივერპულისა და ასტონ ვილას დაპირისპირება იხილა. არნე სლოტის გუნდი ამშეხვედრას ძალიან ცუდ ფორმაში შეხვდა, თუმცა ამის მიუხედავად მერსისაიდელებმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს.
ლივერპულის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა, რომელმაც საკმაოდ სოლიდური პერფორმანსი შემოგვთავაზა. ქართველმა კარის დარაჯმა ასტონ ვილას წინააღმდეგ ორი კარგი სეივი შემოგვთავაზა და 7.2 შეფასებაც დაიმსახურა.
არნე სლოტის გუნდმა ამ გამარჯვების შემდეგ 18 ქულა მოაგროვა, რითაც დროებით მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლა. რაც შეეხება ასტონ ვილას, ბირმინგემელები 15 ქულით, მე-11 პოზიციაზე დარჩნენ.
ლივერპული 2-0 ასტონ ვილა
გოლები: 1-0 მო სალაჰი 45+1', 2-0 რაიან გრავენბერხი 58'.
მატჩის მიმოხილვა









