"შარშან ვალენსიას სხვა გუნდი ჰყავდა, ამ სეზონში კი სულ სხვა გუნდს ვუყურებთ. ძლიერი გუნდელების ყოლა თავდაჯერებულობას გმატებს და როცა პირიქით ხდება, ეს მეკარეზეც ცუდად აისახება. ასე იყო ჩემ დროსაც, ძლიერ გუნდელებთან ერთად, მეც უკეთესი ვიყავი. შარშან მამარდაშვილი ძალიან კარგი იყო, რადგან ჰყავდა კარგი და ძლიერი გუნდელები, რომლებიც მას მხარს უჭერდნენ. ფეხბურთში დროდადრო ხდება აღმავლობა და ვარდნა, ეს ამ სპორტის ნაწილია.
მამარდაშვილმა უნდა განაგრძოს გაუმჯობესება და შეეცადოს, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს კარგ ფორმას. კარგ კონდიციებში შესვლას თავდაჯერებულობა სჭირდება. დიმიტრიევსკი სანდო მეკარეა, მაგრამ ვალენსია საკუთარ თავს ცუდ სამსახურს გაუწევს, თუ მამარდაშვილს სკამზე გადასვამთ. მე კარგად მესმის მთავარი მწვრთნელის, რომელიც მეკარეს არ ცვლის — მისი ნდობა მამარდაშვილზე კარგად აისახება, მე ამის მჯერა."









