"თუ მამარდაშვილი გააგრძელებს ვარჯიშს, მას დიდი მომავალი ელის. მას შეუძლია გახდეს კასილასის, ვან დერ სარის ან ნოიერის დონის მეკარე. ამის ნიჭი გიორგის ნამდვილად აქვს. ყველაზე ძვირადღირებული კარის დარაჯი? - არ ვიცი რთული სათქმელია, დონარუმა უფრო იაფი ღირს? ევრო 2024-ზე ისიც კარგი იყო", - განაცხადა სსრკ-ს ყოფილმა მეკარემ.
ქართველ მეკარეს ამჟამინდელი კონტრაქტი ვალენსიასთან აკავშირებს და კლუბი მზად არის მის გასაყიდად, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. "ღამურების" კარის დარაჯის სახელს უკავშირებენ რამდენიმე ტოპ კლუბს, მაგრამ კონკრეტული წინადადება ესპანელებს არ მიუღიათ.











