პრემიერ ლიგის მე-10 ტურის კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ნოტინგემში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა გუნდმა მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლა. რუბენ ამორიმის გუნდი ამ შეხვედრას 3-მატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდა, თუმცა ამის მიუხედავად, შონ დაიჩის გუნდმა მეტოქეს საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მოედანზე არაფერი დაუთმო.
მაყურებელმა 90 წუთის განმავლობაში საკმაოდ სანახაობრივი დაპირისპირება იხილა, სადაც გუნდებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს. მატჩი საბოლოო ჯამში ფრედ, 2-2 დასრულდა.
ნოტინგემ ფორესტი 2-2 მანჩესტერ იუნაიტედი
გოლები: 0-1 კაზემირო 34', 1-1 მორგან გიბს-უაითი 48', 2-1 ნიკოლო სავონა 50', 2-2 ამად დიალო 81'.
მატჩის მიმოხილვა









