გადაწყვეტილება მიღებულია - მანჩესტერ იუნაიტედმა ერიკ ტენ ჰაგი გუნდიდან გაუშვა! ნიდერლანდელ სპეციალისტს ამ გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობეს.
მანჩესტერ იუნაიტედში ტენ ჰაგის გაშვებას წინა სეზონის დასრულების შემდეგაც განიხილავდნენ, თუმცა სერ ჯიმ რეტკლიფმა ნიდერლანდელს კიდევ ერთი შანსი მისცა, თუმცა ახალ სეზონში გუნდისთვის სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა. 9 ტურის შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედს მხოლოდ 11 ქულა აქვს და ცხრილში მე-14 პოზიციაზე იმყოფება.
128 მატჩი, 72 გამარჯვება, 20 ფრე და 36 მარცხი - ასეთი სტატისტიკით ემშვიდობება ტენ ჰაგი მანჩესტერ იუნაიტედს. ნიდერლანდელმა ამ დროში მხოლოდ ორი ტიტულის მოგება მოახერხა: ინგლისის ლიგის თასი და ინგლისის ასოციაციის თასი.
მანჩესტერ იუნაიტედის დროებითი მთავარი მწვთნელი რუდ ვან ნისტელროი გახდება.
Premier League
მანჩესტერ იუნაიტედმა ერიკ ტენ ჰაგი გუნდიდან გაუშვა










