მანჩესტერ იუნაიტედმა უკვე წარადგინა 2025/2026 წლების სეზონისთვის ახალი ეკიპირება და გულშემატკივრებმა ერთი საინტერესო აკრძალვაც აღმოაჩინეს. "წითელი ეშმაკების" ოფიციალურ მაღაზიებში ქომაგები ვერ შეძლებენ მაისურზე კრიშტიანუ რონალდუს, დევიდ ბექჰემისა და ერიკ კანტონას გვარების დაბეჭდვას.
ეს არ არის ოლდ ტრაფორდის ბინადრების ახირება, არამედ საქმე ლიცენზირებულ შეზღუდვასთან გვაქვს. კლუბი არ ფლობს უფლებებს ყოფილ მოთამაშეებზე, შესაბამისად, ლიცენზირებულ პროდუქციაზე მათი გვარების გამოყენება აკრძალულია. მანჩესტერში ეს შეზღუდვა უკვე რამდენიმე წელია მოქმედებს.









