შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო სადებიუტო გოლი მასპინძლებმა 58-ე წუთზე გაიტანეს — თავი კუნიამ გამოიჩინა. 99-ე წუთზე კი ჰვანგ ჰი-ჩანმა აიღო სტუმართა კარი და საბოლოო ანგარიში, 2:0 დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ 47-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან ბრუნო ფერნანდეში გააძევა და მანჩესტერ იუნაიტედი 10 კაცით დარჩა.
14 მატჩის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედს 22 ქულა აქვს და მე-14 ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში "წითელი ეშმაკები" საკუთარ მოედანზე ნიუკასლს უმასპინძლებენ, რომელიც 29 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს.









