პრემიერ ლიგის 34-ე ტურში მანჩესტერ სიტი ესტუმრა ბარნლის, რომელიც მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი ერლინგ ჰოლანდმა შეაგდო. "ქალაქელები" აღნიშნული მოგების შემდეგ აგროვებენ 70 ქულას და ლონდონის არსენალს უთანაბრდებიან. ბურთების უკეთესი ბალანსის ხარჯზე პეპ გუარდიოლას გუნდი პირველ პოზიციაზეც გადადის.
ეტიჰადის ბინადრების ანგარიშზეა 66 გატანილი გოლი და 29 გაშვებული, "მეთოფეებმა" კი 63 გაიტანეს და 26 გაუშვეს. პრემიერ ლიგის დასრულებამდე რჩება 5 ტური, სიტის მოწინააღმდეგეები იქნებიან ასტონ ვილა, ევერტონი, კრისტალ პალასი, ბორნმუთი და ბრენტფორდი.
ბარნლი 0:1 მანჩესტერ სიტი
გოლი: ერლინგ ჰოლანდი 5'.









