მიუხედავად არსებული სიტუაციისა, მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა დარწმუნებულია, რომ მის კლუბს არანაირი დარღვევა არ აქვს და ამ გამოძიების დასრულების შემდეგ, გუნდი არ დაისჯება. ინგლისური კლუბის უფროსობა და ადვოკატები კატეგორიულად უარყოფენ ყველა ბრალდებას და აცხადებენ, რომ კლუბში ყველა ორგანო წესების დაცვით მუშაობს.
პრემიერ ლიგა აცხადებს, რომ მანჩესტერ სიტიმ დაარღვია წესები, რომლებიც კლუბს ავალდებულებს მიაწოდოს ზუსტი ფინანსური ინფორმაცია. საუაბრია იმ ინფორმაციაზე, რომელიც მოიცავდა კლუბის სასპონსორო შემოსავალს და საოპერაციო ხარჯებს.
კერძო მოსმენა, რომელიც, სავარაუდოდ, დაახლოებით 10 კვირა გაგრძელდება, ლონდონში, დავების საერთაშორისო ცენტრში, სულ რამდენიმე საათის წინ დაიწყო.









