პრემიერ ლიგის 25-ე ტურში, მანჩესტერ სიტი ეტიჰადზე ბრენტფორდს მასპინძლობდა. გუნდებმა ერთმანეთის წინააღმდეგ სულ რაღაც ორი კვირის წინ ითამაშეს, რა დროსაც გვარდიოლას გუნდმა,, მეტოქე 1-3 დაამარცა.
პირველ ტაიმში ჩვენ ვიხილეთ მხოლოდ ერთი გუნდის თამაში, სადაც სიტის ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა - 17 გოლის მცდელობა, საიდანაც ზუსტად კარში 6-ჯერ წავიდა, ფლეკენმა კი ყველა მათგანი მოიგერია. პირველ ტაიმში, ბრენტფორდის მეკარეს ბენ მიც მიეხმარა, როდესაც ოსკარ ბობის დარტყმული კარის ხაზიდან გამოიტანა. სტუმარი გუნდის მხრიდან ყველაზე მეტად ფრენკ ონიეკა აქტიურობდა, რომელსაც ორი კარგი მომენტი ჰქონდა, თუმცა ედერსონს ვერც ერთხელ აჯობა.
მეორე ტაიმის სტარტი გვარდიოლას გუნდს არც ისე კარგი გამოუვიდა, ფრენკის გუნდმა კი პირიქით კარგად დაიწყო. თუმცა ეს ყველაფერი დროებითი იყო, შეხვედრის 71-ე წუთზე, მასპინძელმა გუნდმა კონტრშეტევა დაიწყო, ალვარესის პასით კი ჰოლანდმა მეკარესთან პირისპირ გასვლა მოახერხა, რითაც მარტივად ისარგებლა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა, 1-0. ეს ნორვეგიელი ფორვარდისთვის ამ სეზონში 22-ე გატანილი გოლი იყო. ერლინგმა ამ გოლით ძალიან მაგარ შედეგს მიაღწია - 21-დან 21, ნორვეგიელმა ყველა იმ გუნდს გაუტანა, რომელსაც პრემიერ ლიგაში შეხვდა.
ამ მომენტის შემდეგ, ბურთს ისევ მანჩესტერ სიტი ფლობდა, თუმცა შეხვედრაში მეტი გატანილი გოლი აღარ გვინახავს.
გვარდიოლას გუნდმა ამ გამარჯვებით 56 ქულა მოაგროვა და ლივერპულთან ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირა.
Premier League
მანჩესტერ სიტის დაგეგმილი 3 ქულა









