შეხვედრის ანგარიში 26-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს — თავი პერეირამ გამოიჩინა. ზუსტად 6 წუთში კოვაჩიჩმა აიღო მეტოქის კარი და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.
მეორე ნახევრის დებიუტში, 47-ე წუთზე კოვაჩიჩმა დუბლი გაიფორმა, 82-ე წუთზე კი დოკუმ სხვაობა ორამდე გაზარდა. 89-ე წუთზე, სიტის კარი როდრიგო მუნისმა აიღო და საბოლოო ანგარიში, 3-2 დააფიქსირა.
7 მატჩის შემდეგ, მანჩესტერ სიტის 17 ქულა აქვს, მეორე ადგილს იკავებს და ლიდერს, ლივერპულს 1 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში პეპ გვარდიოლას გუნდი ვულვზს ესტუმრება.









