პრემიერ ლიგაში ბოქსინგ დეი დაიწყო — ეტიჰადზე ერთმანეთს მანჩესტერ სიტი და ევერტონი დაუპირისპირდნენ, სადაც მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული მატჩი იხილა. პეპ გუარდიოლას გუნდი ამ შეხვედრას ძალიან ცუდ ფორმაში შეხვდა და მათთვის სამწუხაროდ, "ქალაქელების" კრიზისი ამ მატჩის შემდეგაც გაგრძელდება. სიტიმ ევერტონსაც ვერ მოუგო, მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
სიტის მხრიდან ერთადერთი გოლის გატანა ბერნარდუ სილვამ მოახერხა, ხოლო ევერტონიდან თავი ილიმან ნდიაიმ გამოიჩინა.
პეპ გუარდიოლას გუნდმა 28 ქულას მოუყარა თავი და პირველ ადგილს კიდევ უფრო ჩამოშორდა. რაც შეეხება ევერტონს, შონ დაიჩის გუნდმა ამ მატჩის შემდეგ 17 ქულა მოაგროვა.