ინგლისის პრემიერ ლიგის 33-ე ტურში, მანჩესტერ სიტი ევერტონს ესტუმრა, მეტოქე 2-0 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ, 0-0 დასრულდა. ანგარიში კი სტუმრებმა 84-ე წუთზე გახსნეს — თავი ო'რეილიმ გამოიჩინა, ხოლო ზუსტად 8 წუთში კოვაჩიჩმა აიღო ევერტონის კარი და საბოლოო ანგარიში, 0-2 დააფიქსირა.
აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, მანჩესტერ სიტის 59 ქულა აქვს, მე-4 ადგილზე იმყოფება და ნოტინგენს 1 ქულით უსწრებს, თუმცა, 1 მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. მომდევნო ტურში პეპ გვარდიოლას გუნდი საკუთარ კედლებში ასტონ ვილას მიიღებს.
ევერტონი 0-2 მანჩესტერ სიტი
გოლები: 0-1 ო'რეილი (84'), 0-2 კოვაჩიჩი (90+2')









