გავლენიანი ევროპული წყაროები 2025 წლის დეკემბრის თვეში გავრცელებულ ინფორმაციას კიდევ ერთხელ ადასტურებენ — სეზონის ბოლოს, პეპ გვარდიოლა მანჩესტერ სიტის თუ დატოვებს, მის ადგილს უდიდესი ალბათობით ენცო მარესკა დაიკავებს! როგორც ჩანს 4 თვის წინ რა სიტუაციაც იყო, ზუსტად იგივე მდგომარეობაა ახლაც და მანჩესტერ სიტის უფროსობა თვლის, რომ თუ ესპანელი გუნდიდან წავა, სწორედ 46 წლის იტალიელმა სპეციალისტმა უნდა შეცვალოს.
პეპ გვარდიოლა, რომ მანჩესტერ სიტის დატოვებას სერიოზულად განიხილავს ამის შესახებ გავლენიანი გამოცემები თვეებია, რაც საუბრობენ. მათი ინფორმაციით, საკმაოდ დიდი შანსია მიმდინარე სეზონი ესპანელისთვის "ქალაქელების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბოლო იყოს და ზაფხულში ეტიჰად სთედიუმიდან წავიდეს.
შეგახსენებთ, ენცო მარესკა პეპ გვარდიოლას თანაშემწედ 2022-2023 წლებში მუშაობდა, იქამდე კი, 2021 წელს მანჩესტერ სიტის მეორე გუნდის მთავარი მწვრთნელიც იყო. ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, როგორც პეპ გვარდიოლას, ის ენცო მარესკას თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.









