მანჩესტერ იუნაიტედი დაინტერესებულია ტურინის იუვენტუსის ცენტრალური მცველით, გლეისონ ბრემერით. აღსანიშნავია, რომ "ბებერი ქალბატონი" არ არის თავისი უკანახაზელის გაშვების წინააღმდეგი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული მხარე მის სანაცვლოდ მინიმუმ 70 მილიონს გადაიხდის.
"ბიანკონერი" ბრაზილიელ ცენტრბექს მიიჩნევს გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად და მისი მაღალი სატრანსფერო ღირებულება სწორედ ამ ფაქტით არის გამოწვეული. ჯერჯერობით უცნობია, აპირებენ თუ არა "ეშმაკუნები" მის სანაცვლოდ იუვეს მიერ დასახელებული თანხის გადახდას. თავად ტურინელთა მცველი პრემიერ ლიგაში გადასვლის წინააღმდეგი არ არის.
26-წლის უკანახაზელი "ბებერ ქალბატონს" შეუერთდა 2022 წლის ივლისში და იმის შემდეგ მან ჩაატარა 63 შეხვედრა და გაიტანა 6 გოლი. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2028 წლამდეა გათვლილი. აქვე დავამატებთ, "ბიანკონერის" 3-იანი ტორინოში თამაშის დროს 2021-2022 წლების სეზონში სერია ა-ს საუკეთესო მცველად დაასახელეს.









