პრემიერ ლიგის 27-ე ტურის ცენტრალური მატჩი ეტიჰად სტედიუმზე გაიმართა: პეპ გვარდიოლას სიტი ტენ ჰაგის იუნაიტედის წინააღმდეგ.
შეხვედრა სტუმარმა გუნდმა ძალიან კარგად დაიწყო. ონანამ გუნდის შეტევა გრძელი პასით დაიწყო, ბურთი ბრუნო ფერნანდეშმა მიიღო და შემდეგ სცენაზე მარკუს რაშფორდი გამოვიდა, 26 წლის ინგლისელმა სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი გაიტანა. აუღებელი დარტყმა, რომელსაც ედერსონმა ვერაფერი მოუხერხა, სტუმრები წინ გავიდნენ, 0:1. ტაიმის ბოლომდე სიტის მხრიდან ანგარიშის გათანაბრება ჰოლანდს შეეძლო, თუმცა ნორვეგიელმა ცარიელ კარში ვერ შეძლო გატანა.
მეორე ტაიმი მასპინძელმა გუნდმა კარგად დაიწყო. 56-ე წუთზე ფილ ფოდენმა არანაკლები სილამაზის გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, 1:1. ამის შემდეგ უპირატესობა თავიდან ბოლომდე პეპის გუნდმა მოიპოვა, რაც მალევე მეორე გატანილ გოლში აისახა. ალვარესი-ფოდენის მიერ გათამაშებულ კომბინაციას, ინგლისელი შემტევის დუბლი მოჰყვა, 2:1.
მატჩის ბოლომდე იუნაიტედს ერთი შეტევაც არ ჰქონია, სიტიმ კი მესამე გოლიც გაიტანა. ამრაბატის შეცდომას ჰოლანდის გოლი მოჰყვა, 3:1 და თამაში აქ დასრულდა.
გვარდიოლას გუნდმა 62 ქულა მოაგროვა და ლივერპულთან ჩამორჩენა ისევ 1 ქულამდე შეამცირა.
Premier League
მანჩესტერულ დერბიში გვარდიოლას გუნდმა გაიმარჯვა









