პრემიერ ლიგის მე-4 ტურის ცენტრალური მატჩი ეტიჰად სთედიუმზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა მანჩესტერული დერბი იხილა. პეპ გვარდიოლას გუნდი ამ დაპირისპირებას საკმაოდ ცუდ ფორმაში შეხვდა, თუმცა ამ შეხვედრაში "ქალაქელებმა" მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს და დამსახურებული 3 ქულაც მოიპოვეს.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ერლინგ ჰოლანდი გახდა, რომელმაც "წითელ ეშმაკებს" დუბლი შეუსრულა. ერთი გოლის გატანა ფილ ფოდენმაც მოახერხა.
პეპ გვარდიოლას გუნდმა ამ გამარჯვების შემდეგ 6 ქულას მოუყარა თავი და მე-8 პოზიციამდე აღზევდა. რაც შეეხება რუბენ ამორიმის გუნდს, მანჩესტერ იუნაიტედი 4 ქულით, მე-14 პოზიციაზე დარჩა.
მანჩესტერ სიტი 3-0 მანჩესტერ იუნაიტედი
გოლები: 1-0 ფილ ფოდენი 18', 2-0 ერლინგ ჰოლანდი 53', 3-0 ერლინგ ჰოლანდი 68'.
მატჩის მიმოხილვა









