იტალიელი სპეციალისტი ითხოვდა VAR-ის ჩარევას სამი ალ-ჰაჯის დარტყმისას, რადგან ის მიიჩნევდა, რომ მოწინააღმდეგე გუნდის მეკარე, ჯო ჰენ ვუ იმ მომენტში კარის ხაზს გამომცდარი იყო.
შედეგად, "მწვანეების" მწვრთნელმა დატოვა მოედანი, თუმცა მალევე მან ბოდიში მოიხადა.
"ნაადრევი წასვლის გამო ბოდიშს ვიხდი. არ მიფიქრია უპატივცემულობის გამოხატვაზე, პირიქით, ყველაფრისთვის მადლობელი ვარ. ბიჭები პროგრესირებენ, როგორც გუნდი ვძლიერდებით", - განაცხადა 59 წლის სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, მანჩინი აზიაში მუშაობს 2023 წლის აგვისტოდან და მისი ამჟამინდელი კონტრაქტი 2027 წლამდე არის გათვლილი. იტალიელის ხელმძღვანელობით საუდელებმა ჩაატარეს 13 მატჩი, 6 - მოიგეს, 3 - წააგეს, 4 კი ფრედ დაამთავრეს. აქვე დავამატებთ, არაბეთში გამგზავრებამდე, ის წვრთნიდა იტალიის ნაკრებს, რომელსაც ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა.









