ფორმულა 1-ის 2024 წლის სეზონის მესამე გრან პრი ავსტრალიაში ტარდება, სადაც კვალიფიკაციის გამარჯვებული მაქს ვერსტაპენი გახდა.
რედ ბულის მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა უსწრაფესი წრე 1:15.915 წუთში გაიარა და მეორე ადგილზე გასულ კარლოს საინსს 0,270 წამით აჯობა.
ავსტრალიის გრან პრის კვალიფიკაციის შედეგები:
1. მაქს ვერსტაპენი (რედ ბული);
2. კარლოს საინსი (ფერარი);
3. სერხიო პერესი (რედ ბული);
4. ლანდო ნორისი (მაკლარენი);
5. შარლ ლეკლერი (ფერარი);
6. ოსკარ პიასტრი (მაკლარენი);
7. ჯორჯ რასელი (მერსედესი);
8. იუკი ცუნოდა (რეისინგ ბულსი);
9. ლენს სტროლი (ასტონ მარტინი);
10. ფერნანდო ალონსო (ასტონ მარტინი);
11. ლუის ჰემილტონი (მერსედესი);
12. ალექსანდერ ალბონი (უილიამსი);
13. ვალტერი ბოტასი (კიკ ზაუბერი);
14. კევინ მაგნუსენი (ჰაასი);
15. ესტებან ოკონი (ალპინი);
16. ნიკო ჰულკენბერგი (ჰაასი);
17. პიერ გასლი (ალპინი);
18. დანიელ რიკიარდო (რეისინგ ბულსი);
19. ჟოუ გუანიუ (კიკ ზაუბერი);
ხვალინდელ რბოლაში უილიამსი ერთი მრბოლელით მიიღებს მონაწილეობას - პრაქტიკებზე ალექს ალბონმა ბოლიდი დააზიანა და გუნდში გადაწყვიტეს, რომ ის თანაგუნდელის, ლოგან სერჯენტის ბოლიდით იასპარეზებს.
მაქს ვერსტაპენმა ავსტრალიის გრან პრის კვალიფიკაცია მოიგო











