ოფიციალურად: საფრანგეთის ფეხბურთის ასოციაციის გადაწყვეტილებით, მარსელისა და პარი სენ-ჟერმენის დღევანდელი დაპირისპირება უამინდობის გამო გადაიდო! კლუბებს ამ გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობეს, ხოლო რაც შეეხება მატჩის ჩატარების ახალ თარიღს, ფედერაცია ამის შესახებ განცხადებას უახლოეს პერიოდში გააკეთებს.
ლიგა 1-ს 4 ტურის შემდეგ პსჟ ლიდერობს. ლუის ენრიკეს გუნდს 12 ქულა აქვს, ხოლო რაც შეეხება მარსელს, რობერტო დე ძერბის გუნდი 6 ქულით, მე-8 პოზიციას იკავებს.









