თბილისის სპორტის სასახლეში ქართული MMA ორგანიზაციის, რკენას პირველი ღონისძიება გაიმართა, სადაც ვეტერანი მორაგბის, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი კაპიტნის, მერაბ შარიქაძის დებიუტი შედგა. მერაბმა პოლონელი მეტოქე კონტნი დაამარცხა.
გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენციაზე შარიქაძემ გულშემატკივრის მხარდაჭერასა და ღონისძიების შესახებ ისაუბრა:
“მაგრად დამიდგა ხალხი გვერდზე, ინტერვიუს როცა ვწერდი არ მეგონა ხალხი ასე ახლოს თუ მიიტანდა გულთან, მქონდა განცდა, რომ სიძულვილი წამოვიდოდა ჩემი ბრიყვული შეცდომებისთვის და გამაკრიტიკებდნენ, იმხელა სიყვარული მივიღე, ისე მაგრად დავიმუხტე, ოდნავ გულზე მომეშვა. დიდი მადლობა გულშემატკივარს, დიდი მადლობა რომ ასე მაგრად გაიზიარეთ ჩემი ტკივილი, დიდი მადლობა, რომ არ მიმატოვეთ ამ ბრძოლაში, დიდი მადლობა რომ გამიგეთ, მადლობა რომ ჩემი გაწეული შრომა დიდად დააფასეთ, მარტო მაგისთვის მიღირდა ცხოვრება, არ ვიცი მომავალი როგორი იქნება, მაგრამ მადლიერი ვარ თქვენი და მადლიერი ვარ ღმერთის.
სპორტში გულშემატკივარი არის ყველაზე მთავარი, სპორტი გულშემატკივრით არსებობს, ძველი დროით რომ დავიწყოთ გლადიატორები იმიტომ არსებობდნენ, რომ გულშემატკივრები ჰყავდათ, ჩვენც დღევანდელი დღის გლადიატორები ვართ, ვფიქრობ, რკენას აუდიტორია ისე გაიზრდება უფრო დიდი დარბაზის მოძებნა მოგვიწევს.
რკენა თავისუფლად გაეჯიბრება UFC-ის, მარკეტინგულად უმაღლეს დონეზეა ყველაფერი გაკეთებული მუსიკით დაწყებული დარბაზში შექმნილი დეტალებით.“









