ბარსელონას ყოფილმა საყრდენმა ნახევარმცველმა, მარკ კროსასმა თავისი მშობლიური გუნდი მწვავედ გააკრიტიკა. ესპანელმა ექს-ჩამშლელმა "ბლაუგრანას" მწვრთნელების გამანადგურებელი კლუბი უწოდა. ამის გარდა, მან მხარი დაუჭირა ჩავი ერნანდესს, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს, კატალონიას დატოვებს.
"ვინ მოვა ჩავის ნაცვლად? არ აქვს მნიშვნელობა, რადგან მხოლოდ მწვრთნელის შეცვლით, ბარსელონას პრობლემები არ მოგვარდება. ჩავი მოიქცა სწორად, რადგან კლუბიდან წასვლით ის მოიპოვებს სულიერ სიმშვიდეს, რაც აუცილებელია. მას სულაც არ სჭირდება კატალონიაში დარჩენის ხარჯზე ეგოს დაკმაყოფილება.
მარკესის დანიშნვა? ისინი დააწინაურებენ მას მთავარ გუნდამდე, წელიწადნახევარში გადაწვავენ და იტყვიან, რომ ის არ ვარგა. "ბლაუგრანაში" გაანადგურეს ენრიკეც, მის შემდეგ კი ვალვერდეც. დღეს, მისი ბილბაო თამაშობს შთამბეჭდავ ფეხბურთს, მაგრამ აქ ერნესტოს ეგებებოდნენ სტვენით, მაშინაც, როდესაც მან ლა ლიგა ზედიზედ 2-ჯერ მოიგო.
მას არ აპატიეს ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში მარცხი და ცნობისთვის, ბარსელონა იმ მომენტში სატურნირო ცხრილს ლიდერობდა", - განაცხადა კატალონიელთა ექს-შუახაზელმა. შეგახსენებთ, "ბლაუგრანას" სახელი უკვე დაუკავშირეს არაერთ სპეციალისტს, ჰანსი ფლიკით დაწყებული და ტიაგო მოტათი დამთავრებული.









