როგორც მოგეხსენებათ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ნიკო უილიამსი ახლოს იყო ბარსელონაში გადასვლასთან, თუმცა ტრანსფერი ბოლო წუთს ჩაიშალა.
ამასთან დაკავშირებით, ბარსელონას სპორტულმა დირექტორმა დეკომ საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"ნიკო უილიამსს შევთავაზეთ ჩვენი პირობები და მათ აგენტს ვუთხარით, რომ არ მივიღებდით მათ მიერ შემოთავაზებულ პირობებს, ამასთანავე, დრო მივეცით, რათა მოეფიქრებინათ, რა უნდოდათ.
საბოლოოდ, მათ ის გადაწყვეტილება მიიღეს, რაც ყველამ ნახეთ, რაც ჩვენთვის პრობლემა არ ყოფილა - ისინი თავიანთი გზით წავიდნენ, ჩვენ ჩვენი.
ვფიქრობ, ამ მხრივ ბილბაო სამაგალითო არ არის, რადგან ჩვენ მათი ფეხბურთელის წამოყვანა არ გვიცდია. მათ პასუხი უნდა მოთხოვონ ფეხბურთელის აგენტს, რომელიც უილიამსს ყოველ ჯერზე გვთავაზობდა", - განაცხადა დეკომ.









