მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს ნაკრებს 2 ფეხბურთელი გამოაკლდა, ისინი დღევანდელი შეხვედრის განაცხადში არ იქნებიან.
ვილი სანიოლმა ნაკრებში 26 ფეხბურთელს უხმო, საიდანაც სამატჩო განაცხადში 23 უნდა იყოს, შესაბამისად, 3 ფეხბურთელი განაცხადს მიღმა რჩება.
ერთი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს, დანარჩენი ორი კი ანზორ მექვაბიშვილი და საბა საზონოვი არიან. ისინი ლუქსემბურგთან ვერ ითამაშებენ.
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ თუ საქართველოს ნაკრები ფინალში გავა, ვილი სანიოლს მათი განაცხადში შეყვანა შეეძლება.










