დღეს გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის.
მოგეხსენებათ, უამინდობის გამო, საქართველოს ნაკრებმა მატჩისწინა, დასკვნითი ვარჯიში მოედანზე ვერ ჩაატარა და მხოლოდ ფიტნეს დარბაზში ვარჯიშით შემოიფარგლა.
მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან მატჩის განაცხადი წარადგინა, სადაც ერთი ფეხბურთელი ამოღებულია.
ესპანეთისა და საქართველოს მატჩს ნოდარ ლომინაძე გამოტოვებს. მოგეხსენებათ, სანიოლმა ყოველი მატჩის წინ 23 კაციანი განაცხადი უნდა წარადგინოს და ერთი ფეხბურთელის დატოვება უწევს ხოლმე, ამჯერად, განაცხადს მიღმა ლომინაძე დარჩა.









