როგორც მოგეხსენებათ ივნისის თვეში სანაკრებო პაუზაა, სადაც საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.
ჩვენი პირველი მეტოქე ფარერების ნაკრები იქნება. შეხვედრა 5 ივნისს, თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება.
გაირკვა მეორე სპარინგ მეტოქეც - 8 ივნისს, საქართველოს ნაკრები კაბო-ვერდეს ნაკრებს დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ეროვნული ნაკრები მატჩს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩაატარებს.









