პრემიერ ლიგის 33-ე ტურში მანჩესტერ იუნაიტედი ჩელსის ესტუმრება. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ ამ მატჩისგან.
ჩელსი V მანჩესტერ იუნაიტედი | 23:00
32 ტურის ჩავლის შემდეგ, პრემიერ ლიგაში ასეთი მდგომარეობაა - 55 ქულით მესამე ადგილზე არის მან იუნაიტედი, 48 ქულით მეექვსეზე კი ჩელსი. ორივე გუნდის მიზანი არის ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე მოხვედრა და აღნიშნულ მიზანთან ახლოს ჯერჯერობით მანჩესტერელები არიან.
თვალშისაცემია "წითელი ეშმაკების" ცუდი ფორმა ბოლო ოთხ მატჩში - მხოლოდ ერთი გამარჯვება, ორი მარცხი და ფრე. ლონდონური გუნდის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა: 1 მოგება და 5 წაგება უკანასკნელ 6 შეხვედრაში. ამის გარდა, "არისტოკრატები" ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე გამსვლელ მე-5 პოზიციას ჩამორჩებიან 4 ქულით და აღნიშნულ საფეხურზე ჯერჯერობით ლივერპულია.
ეს იქნება ამ გუნდების რიგით 195-ე მატჩი და იქამდე, გვხვდება 82 გამარჯვება ოლდ ტრაფორდის ბინადრების მხრიდან, 57 - სტემფორდ ბრიჯის მკვიდრთა ანგარიშზე, 55 შეხვედრა ფრედ დასრულდა. 2018 წლის მაისის შემდეგ, იუნაიტედმა ჩელსისთან მხოლოდ 4-ჯერ მოიგო.
შაბათის მატჩის დღე
| ბილეფელდი - ნიურნბერგი | 15:00 | ბუნდესლიგა 2 |
| მოდენა - ფროზინონე | 17:00 | სერია ბ |
| ვერდერი - ჰამბურგი | 17:30 | ბუნდესლიგა |
| უოტფორდი - შეფილდ იუნაიტედი | 18:00 | ჩემპიონშიპი |
| ნაპოლი - ლაციო | 20:00 | სერია ა |
| ბასტია - სენტ ეტიენი | 22:00 | ლიგა 2 |
| ჩელსი - მანჩესტერ იუნაიტედი | 23:00 | პრემიერ ლიგა |
| ატლეტიკო - სოსიედადი | 23:00 | კოპა დელ რეი |









