
ლა ლიგა
გუშინ, მადრიდის რეალმა სევილიაში ქულები დაკარგა ბეტისთან, რითაც პირველი ადგილისკენ გზა გაუხსნა თანაქალაქელ ატლეტიკოსა და ბარსელონას. პირველ პოზიციაზე ამ წუთისთვის არის "როხიბლანკო", რომელმაც მოუგო ბილბაოს ატლეტიკს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ დღეს, "ბლაუგრანა" დაამარცხებს სოსიედადს, პრიმერას ერთპიროვნული ლიდერი ეყოლება.
ამის გარდა, გამოსარჩევია გიორგი მამარდაშვილის ვალენსიას სტუმრობა პამპლონაში, ოსასუნასთან. მისი გუნდი იბრძვის გადარჩენისთვის და დღეს, გამარჯვების შემთხვევაში, "ღამურებს" გასავარდნი ზონიდან თავის დაღწევის შანსი ექნებათ.
17:00 - ლეგანესი-ხეტაფე
19:15 - ბარსელონა-სოსიედადი
21:30 - მალიორკა-ალავესი
23:55 - ოსასუნა-ვალენსია

სერია ა
დღევანდელი მატჩის დღის მთავარი დაპირისპირება - მილანი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში დაბრუნებას ეცდება. მოწინააღმდეგე არის ლაციო, რომელსაც ანალოგიური მისია აქვს. 26 მატჩის, შემდეგ, "როსონერი" 41 ქულით არის მე-8, რომაელები კი 47 ქულით მე-5 პოზიციაზე არიან.
იმ შემთხვევაში, თუ დღეს "შავ-წითლები" კვლავ დაკარგავენ ქულებს და მეოთხეადგილზე მყოფი ტურინის იუვენტუსი ხვალ გაიმარჯვებს, ჩემპიონთა ლიგის ზონასთან სხვაობა მინიმუმ 10 ქულა გახდება. ეს იქნება რიგით 192-ე დაპირისპირება ამ გუნდებს. შორის. წინა მატჩებს რაც შეეხება, 86-ჯერ მოიგეს "ეშმაკებმა", 40-ჯერ "არწივებმა", 65 თამაში კი ფრედ დასრულდა.

დაპირისპირების მთავარი ბომბარდირი არის სილვიო პიოლა, რომელმაც სან სიროს ბინადრებს სხვადასხვა დროს 16 გოლი გაუტანა. თანამედროვე ეპოქაში კი გამოსარჩევია ანდრეი შევჩენკო, 13 ბურთით "ბიანკოჩელესტეს" კარში. ლეგენდარულ ფორვარდს მხოლოდ მეზობელი ინტერის კარში აქვს გატანილი მეტი, 15 გოლი.
აღსანიშნავია ისიც, რომ მილანის ყოფილმა თავდამსხმელმა ოლიმპიკოს ბინადრებს ორჯერ შეუსრულა ჰეთ-თრიკი - ერთხელ სერია ა-ში, მეორედ კი კოპა იტალიაზე. რაც შეეხება კალჩოს სხვა მატჩებს, საბა გოგლიჩიძის ემპოლი ესტუმრება ჯენოას, ბოლო დროს ძალიან კარგ ფორმაში მყოფი რომა კი კომოს მიიღებს.
15:30 - მონცა-ტორინო
18:00 - ჯენოა-ემპოლი
18:00 - ბოლონია-კალიარი
21:00 - რომა-კომო
23:45 - მილანი-ლაციო

ლიგა 1
ლიგა 1-ში ყურადღების ცენტრში იქნება გიორგი მიქაუტაძის ლიონის ოლიმპიკისა და ბრესტის დაპირისპირება. სტუმრები იქცნენ ჩემპიონთა ლიგის ფაზის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად, მაგრამ უშუალოდ საფრანგეთის ჩემპიონატში "მეკობრეები" არასტაბილურობით გამოირჩევიან. ფავორიტები არიან რონელები, ქართველი ფორვარდისგან კი გოლს ველოდებით.
18:00 - ლიონი-ბრესტი
20:15 - მონპელიე-რენი
20:15 - ანჟე-ტულუზა
20:15 - ოსერი-სტრასბურგი
23:45 - მარსელი-ნანტი
კვირის ყველა გამორჩეული მატჩი:
17:00 - კორდობა-გრანადა
18:00 - ლიონი-ბრესტი
18:00 - ჯენოა-ემპოლი
19:15 - ბარსელონა-სოსიედადი
20:00 - ზალცბურგი-შტურმი
20:30 - მანჩესტერ იუნაიტედი-ფულჰემი
21:30 - ელდენსე-ლევანტე
23:45 - მილანი-ლაციო
23:55 - ოსასუნა-ვალენსია











