კვირის მატჩის დღის ცენტრალური დაპირისპირება - დერბი დელა მადონინა. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ მილანისა და ინტერის შეხვედრისგან.
მილანი V ინტერი | 23:45
28-ე ტურის წინ, გუნდების სატურნირო მდგომარეობა ასეთია - პირველ ადგილზე 67 ქულით არის ინტერი, მისი უახლოესი მდევარი კი მილანია, რომელსაც 57 ქულა აქვს. "ნერაძურის" მოგების შემთხვევაში, სასკუდეტო დუელი უდიდესი ალბათობით იქნება დასრულებული, რადგან სხვაობა 13 ქულამდე გაიზრდება.
"როსონერის" გამარჯვების შემთხვევაში, საჩემპიონო ინტრიგა კვლავ ცოცხალი იქნება. აუცილებლად სახსენებელია "გველების" საოცარი ფორმა იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში: 15 მოგება და 1 ფრე უკანასკნელ 16 შეხვედრაში. "ბიშონემ" ბოლოს წააგო 23 ნოემბერს, სწორედ "დიავოლოსთან".
რაც შეეხებათ "ეშმაკებს", მათაც ჰქონდათ მარცხის გარეშე ხანგრძლივი სერია, რომელიც დაიწყო 23 აგვისტოდან, თუმცა დასრულდა 22 თებერვალს, პარმასთან შინ წაგებით. კრისტიან კივუს გუნდი დღევანდელ შეხვედრას ხვდება საკადრო პრობლემებით, რაც პირველ რიგში ლაუტარო მარტინესის არყოფნას გულისხმობს.
ამის გარდა, ინტერის მხრიდან ასი პროცენტით მზად არ არიან ჰაკან ჩალჰანოღლუ, დენზელ დუმფრისი და მარკუს ტურამი. პრობლემები არის მასიმილიანო ალეგრის გუნდშიც, მაგრამ არა ისეთი სერიოზული, როგორიც "ნერაძურის" მხარეს. დღეს არ იქნებიან რუბენ ლოფტუს-ჩიკი, მატეო გაბია და სანტიაგო ხიმენესი. ასევე საეჭვოა დავიდე ბარტეზაგის თამაშიც.
კვირის მატჩის დღე
| ვილიარეალი - ელჩე | 17:00 | ლა ლიგა |
| ლანსი - მეცი | 18:00 | ლიგა 1 |
| ფროზინონე - სამპდორია | 18:00 | სერია ბ |
| შტურმი - ალტახი | 20:00 | ბუნდესლიგა ავსტრია |
| ჯენოა - რომა | 21:00 | სერია ა |
| რასინგი - კორდობა | 21:30 | ლა ლიგა 2 |
| მილანი - ინტერი | 23:45 | სერია ა |









