
პრემიერ ლიგა
პრემიერ ლიგის შაბათის მატჩის დღეს ყველაზე საინტერესო მოვლენა გაიმართება ლონდონში, სადაც არსენალი ვესტ ჰემს დაუპირისპირდება. რიგით 149-ე დერბი, რომელშიც 71 მატჩი მოიგეს "მეთოფეებმა", 37 - "ჩაქუჩებმა", 40 შემთხვევაში კი ფრე დაფიქსირდა. შეგახსენებთ იმასაც, რომ დეკლან რაისი "კანონირებში" სწორედ "ლურჯ-წითლებიდან" გადმოვიდა.
19:00 - კრისტალ პალასი-ნიუკასლი
19:00 - ბრენტფორდი-ლესტერი
19:00 - ნოტინგემი-იფსვიჩი
21:30 - ვესტ ჰემი-არსენალი

ლა ლიგა
ლა ლიგის მე-15 ტურში ბარსელონა ლას პალმასს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ უკვე ზედიზედ ორი ტურია, რაც ლა ლიგის ლიდერი გამარჯვების მოპოვებას ვერ ახერხებს. თავდაპირველად იყო წაგება სოსიედადთან, შემდეგ კი ფრე სელტასთან. დღეს, "ბლაუგრანა" ქომაგების თვალში რეაბილიტირებას ეცდება.
17:00 - ბარსელონა-ლას პალმასი
19:15 - ალავესი-ლეგანესი
21:30 - ესპანიოლი-სელტა
23:55 - ვალიადოლიდი-ატლეტიკო

სერია ა
მთავარი მოვლენა - საბა გოგლიჩიძე მილანის წინააღმდეგ. ახალგაზრდა ცენტრალური მცველს გამოუვიდა წარუმატებელი მატჩი დღევანდელი მოწინააღმდეგის მეზობელ ინტერთან, ვნახოთ, რა იქნება "როსონერის" წინააღმდეგ. კლუბებს არის დიდი სხვაობა სტატუსის მხრივ, მაგრამ არა სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით.
"შავ-წითლები" 19 ქულით არიან მეშვიდე ადგილზე, "აძური" 16 ქულით კი 10-ზე არიან. როგორც ვხედავთ, სტუმრებს ისტორიულ მეტოქესთან გათანაბრების შანსი აქვთ. ტოსკანელთა შემადგენლობაში ტრადიციულად ითამაშებს ქართველი უკანახაზელი, რომლის ტრანსფერზე უკვე ტურინის იუვენტუსიც მუშაობს.
18:00 - კომო-მონცა
21:00 - მილანი-ემპოლი
23:45 - ბოლონია-ვენეცია

ბუნდესლიგა
დღევანდელი დღის მთავარი დაპირისპირება - დერ კლასიკერი. დორტმუნდის ბორუსიასა და მიუნხენის ბაიერნის რიგით 136-ე შეხვედრა. 69-ჯერ იმარჯვა "რეკორდმაისტერმა", 35-ჯერ ვესტფალიურმა კლუბმა, 31 შემთხვევაში კი ფრე დაფიქსირდა. რაც შეეხება სატურნირო ცხრილს: 29 ქულით პირველ პოზიციაზე ბავარიელები არიან.
"შვარცგელბენს" აქვს 10 ქულით ნაკლები და ის მეხუთეა. შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის გასულ სეზონში, ალიანც არენას ბინადრებმა თავიანთ პრინციპულ მეტოქესთან წააგეს სახლში, რაც შიდა ჩემპიონატში იქამდე ბოლოს 2014 აპრილით თარიღდებოდა. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ვენსან კომპანის გუნდი რევანშის აღებას სიგნალ იდუნა პარკზე.
18:30 - ვერდერი-შტუტგარტი
18:30 - უნიონი-ლევერკუზენი
18:30 - ლაიფციგი-ვოლფსბურგი
18:30 - ფრაიბურგი-გლადბახი
18:30 - აუგსბურგი-ბოხუმი
21:30 - დორტმუნდი-ბაიერნი

ლიგა 1
ლიგა 1-ში პირველ რიგში გვაინტერესებს სენტ-ეტიენის რენთან სტუმრობა. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის გასული თვის საუკეთესო მოთამაშედ ზურიკო დავითაშვილი დასახელდა. ვნახოთ, რას იზამს ახალგაზრდა ვინგერი ამჯერად.
20:00 - რენი-სენტ ეტიენი
22:00 - ბრესტი-სტრასბურგი
23:55 - პსჟ-ნანტი

ლეგიონერები
საინტერესო შეხვედრა გაიმართება ჩემპიონშიპში, სადაც გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდი ქუინს პარკ რეინჯერსს მიიღებს. ასევე გამოსარჩევია ლა ლიგა 2-ში გიორგი წიტაიშვილის გრანადას ალმერიასთან სტუმრობა. ავსტრიის ბუნდესლიგაში თავის მატჩებს ოთარ კიტეიშვილი და სანდრო ალთუნაშვილიც ჩაატარებენ.
16:30 - უოტფორდი-ქპრ
17:00 - ბარსელონა-ლას პალმასი
18:00 - სუდტიროლი-კრემონეზე
18:30 - უნიონი-ლევერკუზენი
19:15 - ალმერია-გრანადა
20:00 - რენი-სენტ ეტიენი
20:00 - ალტახი-შტურმი
20:00 - გრაცერი-ვოლფსბერგერი
21:00 - მილანი-ემპოლი
21:00 - ბაზელი-ლოზანა
21:30 - დორტმუნდი-ბაიერნი
21:30 - ვესტ ჰემი-არსენალი
23:55 - ვალიადოლიდი-ატლეტიკო
23:55 - პსჟ-ნანტი











