
პრემიერ ლიგა
თავისი ცენტრალური შეხვედრა აქვს პრემიერ ლიგასაც: ტოტენჰემი - ლივერპული. ჩემპიონატის ლიდერს გასულ ტურში ფეხი დაუცდა ფულჰემთან და შეიძლება ითქვას, რომ "წითლებს" შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვთ. უახლოეს მდევართან, ჩელსისთან სხვაობა შეადგენს 2 ქულას, მე-2 პოზიციაზე მყოფი გუნდის მეტოქე კი აუტსაიდერი ევერტონია.
რაც შეეხება ჰოტსპურს, 23 ქულა და მე-11 ადგილი - ანდე პოსტეკოგლუ გათავისუფლებასთან ძალიან ახლოს არის. არაა გამორიცხული, რომ მერსისაიდელებთან წაგების შემთხვევაში, არაა გამორიცხული, რომ ავსტრალიელი დამრიგებელი მართლაც დაითხოვონ. დღეს, თავის მატჩს ჩაატარებს მანჩესტერ იუნაიტედიც, მეტოქე ბორნმუთი იქნება.
18:00 - ევერტონი-ჩელსი
18:00 - მანჩესტერ იუნაიტედი-ბორნმუთი
18:00 - ლესტერი-ვულვზი
18:00 - ფულჰემი-საუთჰემპტონი
20:30 - ტოტენჰემი-ლივერპული

ლა ლიგა
ლა ლიგაში ყველაზე საინტერესო შეხვედრა გაიმართება მადრიდში, სადაც რეალი სევილიას მიიღებს. ესპანეთის პირველობის საჩემპიონო რბოლა ნელ-ნელა შედის გადამწყვეტ ფაზაში და ცხადია, "სამეფო კლუბი" მოვლენებს არ ჩამორჩება. თავის მატჩს დღეს ასევე ჩაატარებს გიორგი მამარდაშვილის გარეშე დარჩენილი ვალენსია, რომელიც ალავესს მიიღებს.
17:00 - ვალენსია-ალავესი
19:15 - რეალი-სევილია
21:30 - ლეგანესი-ვილიარეალი
21:30 - ლას პალმასი-ესპანიოლი
23:55 - ბეტისი-რაიო ვალეკანო
ლა ლიგაში ყველაზე საინტერესო შეხვედრა გაიმართება მადრიდში, სადაც რეალი სევილიას მიიღებს. ესპანეთის პირველობის საჩემპიონო რბოლა ნელ-ნელა შედის გადამწყვეტ ფაზაში და ცხადია, "სამეფო კლუბი" მოვლენებს არ ჩამორჩება. თავის მატჩს დღეს ასევე ჩაატარებს გიორგი მამარდაშვილის გარეშე დარჩენილი ვალენსია, რომელიც ალავესს მიიღებს.
17:00 - ვალენსია-ალავესი
19:15 - რეალი-სევილია
21:30 - ლეგანესი-ვილიარეალი
21:30 - ლას პალმასი-ესპანიოლი
23:55 - ბეტისი-რაიო ვალეკანო

სერია ა
მივადექით დღევანდელი დღის მთავარ დაპირისპირებას: ატალანტა - ემპოლი. მასპინძლები მილანის ინტერსა და ნაპოლისთან ერთად, სასკუდეტო ბრძოლაში არიან ჩართულები. "აძური" კი 19 ქულით მე-10 პოზიციაზე არის. საბა გოგლიჩიძის გუნდმა ამ სეზონში წააგო "ნერაძურისთან", მილანსა და "პარტენოპეისთან", ვნახოთ, რა იქნება "ლა დეასთან".
ქართველი ცენტრალური მცველი სასტარტო შემადგენლობაში იქნება, რაც სერია ა-ს მიმდინარე სეზონში უკვე მეთოთხმეტედ განმეორდება. ახალგაზრდა უკანახაზელის მეტოქე დღეს იქნება კალჩოს საუკეთესო გოლეადორი, მატეო რეტეგი, ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ადემოლა ლუკმენი და შარლ დე კეტელარე.
15:30 - რომა-პარმა
18:00 - ვენეცია-კალიარი
21:00 - ატალანტა-ემპოლი
23:45 - მონცა-იუვენტუსი

ლეგიონერები
გუშინ, თავისი შეხვედრა საფრანგეთის თასზე ჩაატარა გიორგი მიქაუტაძემ და მან გოლიც გაიტანა. დღეს, თამაშში ერთვება ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენი, რომლის მეტოქე მარსელის ოლიმპიკი იქნება. დღის ბოლოს ვიხილავთ გიორგი ქოჩორაშვილის ლევანტეს, უესკას წინააღმდეგ.
17:45 - სენტ ეტიენი-მარსელი
18:00 - ევერტონი-ჩელსი
18:00 - მანჩესტერ იუნაიტედი-ბორნმუთი
19:15 - რეალი-სევილია
20:15 - კრემონეზე-სამპდორია
20:30 - ტოტენჰემი-ლივერპული
21:00 - ატალანტა-ემპოლი
23:45 - მონცა-იუვენტუსი
23:55 - ლანსი-პსჟ
23:55 - ლევანტე-უესკა











