
პრემიერ ლიგა
ტოპ შეხვედრები იქნება პრემიერ ლიგაში, თანაც არაერთი - მანჩესტერ იუნაიტედი ესტუმრება ასტონ ვილას, ჩელსი მიიღებს ნოტინგემ ფორესტს, ტოტენჰემს კი ბრაიტონთან გასვლითი მატჩი ელის. "არისტოკრატები", ისევე როგორც ბირმინგემელები, ტრიალებენ ლიდერთა 3-ეულის მახლობლად და ცხადია ჩამორჩენა მათ გეგმებში არ შედის.
17:00 - ასტონ ვილა-მანჩესტერ იუნაიტედი
17:00 - ჩელსი-ნოტინგემი
19:30 - ბრაიტონი-ტოტენჰემი

ლა ლიგა
გუშინ, თავის შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა მადრიდის რეალმა, რომელიც ქულებით ბარსელონას გაუთანაბრდა. დღეს, თავის თამაშს გამართავენ უკვე კატალონიელები, მეტოქე ალავესია. ასევე გამოსარჩევია სევილიური დერბი და მადრიდის ატლეტიკოს სტუმრობა სან სებასტიანში, სოსიედადთან.
16:00 - ჟირონა-ბილბაო
18:15 - ალავესი-ბარსელონა
20:30 - სევილია-ბეტისი
23:00 - სოსიედადი-ატლეტიკო

სერია ა
როგორც აღვნიშნეთ, ყველაზე საინტერესო გველოდება იტალიის დედაქალაქში, სადაც ლაციო ემპოლის მიიღებს. ცნობისთვის, სტუმრები ჯერ კიდევ დაუმარცხებლები არიან და საბა გოგლიჩიძის გამოჩენის შემდეგ, ბურთს ზედიზედ 3 მატჩში არ უშვებენ. დღეს ასევე ითამაშებენ ტურინის იუვენტუსი, მილანი და რომა.
14:30 - იუვენტუსი-კალიარი
17:00 - ლაციო-ემპოლი
17:00 - ბოლონია-პარმა
20:00 - მონცა-რომა
22:45 - ფიორენტინა-მილანი

ბუნდესლიგა
თავისი ცენტრალური დაპირისპირება აქვს ბუნდესლიგასაც: ფრანკფურტის აინტრახტი - მიუნხენის ბაიერნი. გერმანიის ჩემპიონატის ლიდერი ესტუმრება თავის უახლოეს მდევარს, რომელთანაც სხვაობა 1 ქულას შეადგენს. შეგახსენებთ იმასაც, რომ გუშინ, მორიგი ქულები ლევერკუზენის ბაიერმა დაკარგა.
17:30 - ჰაიდენჰაიმი-ლაიფციგი
19:30 - აინტრახტი-ბაიერნი
21:30 - შტუტგარტი-ჰოფენჰაიმი

ლიგა 1
გუშინ, სენტ-ეტიენის შემადგენლობაში დაუვიწყარი სანახაობა გვაჩუქა ზურიკო დავითაშვილმა, რომელმაც ოსერს ჰეთ-თრიკი შეუსრულა. დღეს თავის შეხვედრას ჩაატარებს გიორგი მიქაუტაძე, რომლის ლიონი ნანტს მიიღებს. ასევე გამოსარჩევია პარის სენ-ჟერმენის სტუმრობა ნიცასთან.
17:00 - ლიონი-ნანტი
19:00 - რეიმსი-მონპელიე
19:00 - სტრასბურგი-ლანსი
19:00 - ბრესტი-ლე ავრი
22:45 - ნიცა-პსჟ

ლეგიონერები
მიქაუტაძისა და გოგლიჩიძის გარდა, თავის შეხვედრებს დღეს არაერთი ქართველი ლეგიონერი გამართავს. უკრაინაში გაიმართება ქართული დუელი ირაკლი აზაროვსა და ეროვნული გუნდის დებიუტანტს შოთა ნონიკაშვილს შორის: დონეცკის შახტარი-ჩერკასი. ოთარ კაკაბაძის კრაკოვია სლასკს ესტუმრება.
ლუკა ლოჩოშვილისა და დაჩი ლორთქიფანიძის კრემონეზე ბარის ესტუმრება. ცენტრალური შეხვედრა გაიმართება ავსტრიის ბუნდესლიგაში, სადაც შტურმ გრაცი ზალცბურგს მიიღებს. ოთარ კიტეიშვილის დაპირისპირება თავისი ჩემპიონატის ფინანსურად ყველაზე ძლიერ კლუბთან ყოველთვის საინტერესო მოვლენა არის.
დღეს ვიხილავთ გიორგი ქოჩორაშვილსაც, რომლის ლევანტე რეალ ოვიედოს მიიღებს. კიდევ ერთი ქართული დერბი გველის საბერძნეთში: პანსერაიკოსი-ოფი, ლუკა გუგეშაშვილი ლევან შენგელიას წინააღმდეგ. თავის მატჩებს ასევე გამართავენ გიორგი ქვილითაია, ლაშა დვალი, გიორგი გოჩოლეიშვილი ლაშა ოდიშარია და ლუკა სილაგაძე.
14:30 - იუვენტუსი-კალიარი
16:30 - შახტარი-ჩერკასი
16:45 - სლასკი-კრაკოვია
17:00 - ასტონ ვილა-მანჩესტერ იუნაიტედი
17:00 - ჩელსი-ნოტინგემი
17:00 - ლაციო-ემპოლი
17:00 - ლიონი-ნანტი
17:00 - კრემონეზე-ბარი
17:00 - პანსერაიკოსი-ოფი
18:00 - დაუგავპილსი-რიგასი
18:15 - ალავესი-ბარსელონა
19:00 - შტურმი-ზალცბურგი
19:30 - აინტრახტი-ბაიერნი
19:30 - ბრაიტონი-ტოტენჰემი
20:00 - მონცა-რომა
20:00 - არისი-ომონია
20:30 - ლევანტე-ოვიედო
21:00 - აპოელი-აეკი
22:00 - სილკებორგი-კოპენჰაგენი
22:45 - ფიორენტინა-მილანი
22:45 - ნიცა-პსჟ
23:00 - სოსიედადი-ატლეტიკო











