
ლა ლიგა
ვალენსიამ, გიორგი მამარდაშვილთან ერთად, ლა ლიგის გასავარდნ ზონას დააღწია თავი, დღეს კი ისინი რეალ მალიორკას დაუპირისპირდებიან. ამის გარდა, კატალონიურ დერბიში ბარსა ჟირონას შეხვდება. მოგების შემთხვევაში, პრიმერა დივიზიონს კვლავ ერთპიროვნული ლიდერი ეყოლება.
16:00 - ხეტაფე-ვილიარეალი
18:15 - ბარსელონა-ჟირონა
20:30 - ბილბაო-ოსასუნა
23:00 - ბეტისი-სევილია

სერია ა
სერია ა-ს საჩემპიონო ბრძოლები ასე გამოიყურება - ნაპოლი-მილანი და ინტერი-უდინეზე. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ლიდერი მოქმედი ჩემპიონია, მილანური კლუბი, რომელიც "პარტენოპეის" 3 ქულით უსწრებს. ვნახოთ, შეძლებს თუ არა "როსონერი" მეზობლებისთვის საჩუქრის გაკეთებას. ქულების მოპოვება ჰაერივით სჭირდებათ "შავ-წითლებსაც", რომლებიც ცხრილის შუაში არიან.
ეს იქნება აღნიშნული გუნდების პირველი დაპირისპირება, მას შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია "ლურჯებიდან" პარის სენ-ჟერმენში გადავიდა. შეგახსენებთ, რომ "ეშმაკებისა" და "აძურის" ბოლო დაპირისპირებაში ქართველმა ვინგერმა გოლიც შეაგდო. ვნახოთ, ამჯერად, რა იქნება ვარსკვლავური შემტევის გარეშე და სან სიროს ბინადრების მხრიდან, სერჟიო კონსეისაუსთან ერთად.
14:30 - კალიარი-მონცა
17:00 - ფიორენტინა-ატალანტა
20:00 - ინტერი-უდინეზე
22:45 - ნაპოლი-მილანი
კვირის მატჩის დღის ყველა საინტერესო დაპირისპირება:
16:30 - ვოლფსბერგერი-შტურმი
18:15 - ბარსელონა-ჟირონა
19:15 - სალერნიტანა-პალერმო
19:30 - ბორნმუთი-მანჩესტერ სიტი
20:00 - ინტერი-უდინეზე
20:30 - ვალენსია-მალიორკა
22:45 - ნაპოლი-მილანი











