სერია ა-ს 35-ე ტურში ნაპოლი კომოს ესტუმრება. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ ამ მატჩისგან.
კომო V ნაპოლი | 20:00
ნაპოლი ჯერ კიდევ ინარჩუნებს ჩემპიონობის მცირე შანსს, კომოს მიზანი კი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა არის. საინტერესოა, რომ დღეს წაგების შემთხვევაში, "პარტენოპეი" სასკუდეტო რბოლას ჩაეხსნება ოფიციალურად, მილანის ინტერისა და პარმას შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგის მიუხედავადაც.
"აძურის" ჩამორჩენა ჯუზეპე მეაცას ბინადრებთან შეადგენს 10 ქულას, სეზონის დასრულებამდე კი 3 ტური იქნება დარჩენილი. "ტბისპირელების" მიზნები უფრო რეალურია: მე-4 პოზიციაზე მყოფი ტურინის იუვენტუსი სულ რაღაც 3 ქულითაა წინ. აღსანიშნავია, რომ "ბიანკობლუს" გარდა, 4-ეულში შესვლას რომაც ეცდება.
რაც შეეხება დღევანდელი მეტოქეების ბოლოდროინდელ ფორმას, ორივე გუნდი ოპტიმალური კონდიციებისგან შორს არის. დიეგო მარადონას მკვიდრებმა უკანასკნელი 3 შეხვედრიდან მოიგეს მხოლოდ 1, სესკ ფაბრეგასის შეგირდებს კი ანალოგიური შედეგი ბოლო 5 თამაშში აქვთ. ანტონიო კონტეს გუნდმა და ჯუზეპე სინიგალიას ბინადრებმაც ნავსი გასულ ტურში გატეხეს.
ეს იქნება ამ კლუბების რიგით 37-ე მატჩი და იქამდე გვხვდება 21 გამარჯვება ნაპოლის მხრიდან, 7 - კომოს, 8 თამაშიც ფრედ დასრულდა. საინტერესოა, რომ წარსულში "პარტენოპეი" "ტბისპირელებთან" არ აგებდა 50 წლის მანძილზე, 1952 წლიდან-2002მდე.
შაბათის მატჩის დღე
| უოტფორდი - ქოვენთრი | 15:30 | ჩემპიონშიპი |
| ვილიარეალი - ლევანტე | 16:00 | ლა ლიგა |
| ბაიერნი - ჰაიდენჰაიმი | 17:30 | ბუნდესლიგა |
| აინტრახტი - ჰამბურგი | 17:30 | ბუნდესლიგა |
| ვალენსია - ატლეტიკო | 18:15 | ლა ლიგა |
| პსჟ - ლორიენი | 19:00 | ლიგა 1 |
| კომო - ნაპოლი | 20:00 | სერია ა |
| არსენალი - ფულჰემი | 20:30 | პრემიერ ლიგა |
| მეცი - მონაკო | 21:00 | ლიგა 1 |
| ოსასუნა - ბარსელონა | 23:00 | ლა ლიგა |








