დღეს საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი დღეა - მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის მატჩს სტუმრად ესპანეთის წინააღმდეგ გავმართავთ.
ერთი შეხედვით, ესპანეთი მსოფლიოს გამორჩეული ნაკრებია, მოქმედი ევროპის ჩემპიონი და ისინი არავის ინდობენ, თუმცა დღეს მოედანზე სხვა ფორმაციის ნაკრებს ვიხილავთ.
კარვახალი, უილიამსი, იამალი, ფაბიან რუისი, ოლმო, როდრი, ჰუინსენი - ეს იმ ფეხბურთელების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც საქართველოსთან მატჩს გამოტოვებენ. შესაბამისად, გუნდის მთავარ მწვრთნელს ბევრი რამის გადაწყობა მოუწევს, რადგან ამ ნაკრების ფილოსოფია და სათამაშო სტილი მათ საკვანძო ფეხბურთელებზე იყო აგებული.
როგორც მოსალოდნელი იყო, ესპანეთის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებულად დაიწყო და ჯერ ბულგარეთს მოუგო, შემდეგ კი თურქეთი სტუმრად არ დაინდო და 6:0 გაანადგურა. რაც შეეხება საქართველოს, სანიოლის გუნდმა შინ თურქეთთან წააგო, ბულგარეთს კი მოუგო და ჩვენთვის უკვე ყველა ქულა ძალიან მნიშვნელოვანია.
ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებები ამ საუკუნეში ერთმანეთს სულ 8-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 7 ესპანეთმა მოიგო, ერთი კი საქართველომ.
უამინდობის გამო, საქართველოს ნაკრებს მატჩისწინა ვარჯიში არ ჩაუტარებაი და მხოლოდ დარბაზში ფიზიკური ვარჯიშით შემოიფარგლნენ.
ვილი სანიოლი: (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): "ნაკრებში კარგი ატმოსფეროა, ბოლო ორი დღეა ცუდი ამინდებია, თუმცა ეს პრობლემა არ არის. როგორც ფეხბურთის მოყვარული, იამალს მოედანზე მალე დაბრუნებას და გამოჯანმრთელებას ვსურუვებ. მირჩევნია მოედანზე იყვნენ საუკეთესო მოთამაშეები - ფეხბურთისთვის ასე უკეთესია. ესპანეთს ბევრი ტრავირებული ჰყავს, თუმცა როცა ასეთი მაღალი დონის ნაკრების წინააღმდეგ თამაშობ, ამაზე ნაკლებად უნდა იფიქრო, რადგან ერთ პოზიციაზე 5-6 მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავთ"
გიორგი მამარდაშვილი (საქართველოს ნაკრების მეკარე): "მათ ბევრი ფეხბურთელი დაუგროვდათ ტრავმირებული, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, რადგან როგორც ვთქვი, სხვა მაღალი დონის მოთამაშეებიც ჰყავთ და ჩვენ ჩვენს თავებსა და ჩვენს მომზადებაზე უნდა ვიფიქროთ - ბევრი ვირბინოთ, თავი არ დავზოგოთ და პროდუქტიულები ვიყოთ დაცვაში და შეტევაზეც ვიფიქროთ - ეს იქნევა ყველაზე მარტივი გზა ესპანეთთან მოსაგებად"
ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი): "როცა საქართველოზე ვსაუბრობთ, ბევრი რამის თქმა შეიძლება - საკმაიდ კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელებით და ვფიქრობ, ძალიან რთული თამაში გველის. იამალის და ნიკო უილიამსის არ ყოფნა? - ჩვენ ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს, რომელთაც ლიდერობის თავის თავზე აღება შეუძლიათ, ოლმო, ტორესი და სხვები, გუნდში ყველას თავისი როლი აქვს გაცნობიერებული."
ესპანეთი - საქართველო
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი, მესამე ტური
ესტადიო მანუელ მარტინეს ვალერო, ელჩე
11 ოქტომბერი, 22:45 (თბილისის დროით)
მთავარი მსაჯი:მანფრედას ლუკიანჩუკასი (ლიეტუვა)
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა









