კვირის მატჩის დღის ცენტრალურ დაპირისპირებაში გაიმართება მადრიდული დერბი - რეალი ატლეტიკოს მიიღებს. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული დუელისგან.
რეალი V ატლეტიკო | 23:55
ლა ლიგის 28 ტურის შემდეგ, რეალ მადრიდი საჩემპიონო რბოლაშია, თუმცა ამ მომენტისთვის მდევრის სტატუსით - პირველადგილოსან ბარსელონასთან ჩამორჩენა 4 ქულას შეადგენს. ატლეტიკო უკანაა 13 ქულით და ობიექტურად, საჩემპიონო ბრძოლის მიღმა არის. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი "როხიბლანკოსისთვის" 3-ეულში დამკვიდრება იქნება.
"სამეფო კლუბს" ჰქონდა წარუმატებელი სერია თებერვლის ბოლოდან - მარტის დასაწყისამდე, რომელშიც იყო ორი მარცხი, ხეტაფესა და ოსასუნასთან. შემდეგ, სელტასთან მოგებითა და ელჩეს განადგურებით, "ბლანკოსმა" ერთგვარი რეაბილიტაცია მოახდინა. "ინდიელები" ამ მხრივ არიან უფრო სტაბილურები: 4/4 მოგება უკანასკნელ შეხვედრებში.
სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრებს დაუბრუნდათ კილიან მბაპე და შესაძლოა დღეს ითამაშოს ჯუდ ბელინგემმაც, თუმცა მასპინძლების ლაზარეთი მაინც გადატვირთულია. ალვარო არბელოას განკარგულებაში არ იქნებიან ტიბო კურტუა, ედერ მილიტაო, როდრიგო გოესი, დანი სებალიოსი და ფერლან მენდი.
პრობლემებია დიეგო სიმეონეს გუნდშიც - იან ობლაკი, პაბლო ბარიოსი და როდრიგო მენდოსა. აქვე დავამატებთ, რომ როგორც რეალ მადრიდმა, ისე მეტროპოლიტანოს ბინადრებმაც ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე ინგლისური გუნდების ბარიერი წარმატებით გადალახეს.
"სამეფო კლუბმა" დაამარცხა მანჩესტერ სიტი, ატლეტიკო მადრიდმა კი ტოტენჰემი. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალს, "ბლანკოსის" მოწინააღმდეგე იქნება მიუნხენის ბაიერნი, "როხიბლანკოსს" კი პრიმერა დივიზიონის მსგავსად, მეტოქედ "ბლაუგრანა" ერგო.
კვირის მატჩის დღე
| ბარსელონა - რაიო ვალეკანო | 17:00 | ლა ლიგა |
| სუდტიროლი - ფროზინონე | 18:00 | სერია ბ |
| რენი - მეცი | 20:15 | ლიგა 1 |
| არსენალი - მანჩესტერ სიტი | 20:30 | ლიგის თასის ფინალი |
| ფიორენტინა - ინტერი | 23:45 | სერია ა |
| რეალი - ატლეტიკო | 23:55 | ლა ლიგა |









