პრემიერ ლიგის 32-ე ტურში მანჩესტერ სიტი ლონდონში ჩელსის ესტუმრება. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ ამ მატჩისგან.
ჩელსი V მანჩესტერ სიტი | 19:30
პრემიერ ლიგის საჩემპიონო ინტრიგა ცოცხალია - ლონდონის არსენალის ბორნმუთთან საკუთარ კედლებში სენსაციური მარცხის შემდეგ, მან სიტის ჩემპიონატის ლიდერთან მიახლოების შანსი კვლავ მიეცა."მეთოფეებთან" ჩამორჩენა შეადგენს 9 ქულას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, მანჩესტერელებს 2 შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
ჩელსისთან გამარჯვების შემთხვევაში, სხვაობა შემცირდება ექვს ქულამდე და "ქალაქელებს" თადარიგში კიდევ ერთი მატჩი ექნებათ. გეგმა გასაგებია, მაგრამ მისი შესრულება არ იქნება მარტივი, რადგან ლონდონელებსაც აქვთ თავისი მიზნები, რაც ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის საგზურის მოპოვებას გულისხმობს.
პრემიერ ლიგაში ჩატარებული 31 ტურის შემდეგ, "არისტოკრატები" 48 ქულით არიან მეექვსე ადგილზე, ჩემპიონთა ლიგის ხუთეულამდე დაშორება კი ოთხი ქულაა. გასათვალისწინებელია ბრიჯის მკვიდრთა ცუდი ფორმა: მხოლოდ 1 მოგება და 4 წაგება უკანასკნელ 5 შეხვედრაში. ის გამარჯვებაც იყო ასოციაციის თასზე, პორტ ვეილთან.
სტაბილურობით არც პეპ გუარდიოლას გუნდი გამოირჩევა - ორი გამარჯვება, ორი მარცხი და ერთი ფრე ბოლო ხუთ მატჩში, თუმცა ეს მოგებები ლივერპულსა და ემირეიტსის მკვიდრებთან იყო. რაც შეეხება დანაკლისს, ეტიჰადის ბინადრებს არ ეყოლებათ ჯონ სტოუნსი, რუბენ დიაში და იოშკო გვარდიოლი.
ლიამ როსენიორის განკარგულებაში არ იქნებიან ლევი კოლუილი და ფილიპ იორგენსენი. ენცო ფერნანდესის გარშემო არსებული სიტუაცია ჯერ კიდევ გაურკვეველია, ასევე საეჭვოა რის ჯეიმსის გამოჩენაც. აუცილებლად სახსენებელია ჩელსის წარუმატებელი სერია სიტისთან: უკანასკნელი მოგება 2021 წლის მაისით თარიღდება.
საუბარია ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ, რის შემდეგაც მანჩესტერულმა გუნდმა იმარჯვა ცხრა მატჩში, სამი თამაშიც ფრედ დასრულდა. ზოგადად კი აღნიშნულ კლუბებს შორის ჩატარებულ 174 შეხვედრაში 67-ჯერ მოიგეს ლონდონელებმა, 66-ჯერ - "ქალაქელებმა", 41 დუელი ფრედ დასრულდა.
კვირის მატჩის დღე
| შტურმი - ჰარტბერგი | 16:30 | ბუნდესლიგა ავსტრია |
| პარმა - ნაპოლი | 17:00 | სერია ა |
| ჩელსი - მანჩესტერ სიტი | 19:30 | პრემიერ ლიგა |
| შტუტგარტი - ჰამბურგი | 19:30 | ბუნდესლიგა |
| კომო - ინტერი | 22:45 | სერია ა |
| ბილბაო - ვილიარეალი | 23:00 | ლა ლიგა |
| რასინგი - ალმერია | 23:00 | ლა ლიგა 2 |









