შაბათის მატჩის დღეს გულშემატკივარი იხილავს არაერთ საინტერესო დაპირისპირებას, თუმცა მთავარი შედგება ლიგა 1-ში, ე.წ. ქართულ დერბიში ლიონი მეცს მიიღებს. განვიხილოთ, თუ რა უნდა ვიცოდეთ ამ შეხვედრის შესახებ.
ქართული დერბი ლიგა 1-ში
ასეთი სახელწოდებითა და კატეგორიით მიმდინარე სეზონში შეგხვდება არაერთი მატჩი, პირველი კი ლიონის ოლიმპიკისა და მეცის დაპირისპირება იქნება. ყურადღების ცენტრში იქნება გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ეცდება იმ გუნდის კარის აღებას, რომელშიც კარიერის უმნიშვნელოვანესი პერიოდი გაატარა.
64 მატჩი, 38 გოლი და 13 საგოლე გადაცემა - ასეთია ქართველი თავდამსხმელის მონაგარი "ლე გრენაში". ცნობისთვის, ყველაზე მეტი გოლი "ლომების" ამჟამინდელმა ლიდერმა სწორედ ლოთარინგიაში შეაგდო. დღეს, ამ კლუბში თავის დამკვიდრებას უკვე გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი ცდილობენ.
ლიგა 1-ის პირველ ტურში ჟერლანელთა 69-ე ნომერმა გაიტანა გოლი, სენ-სიმფორიენის ბინადრების ახალწვეულებს შორის კი სრულად ითამაშა წიტაიშვილმა, აბუაშვილი სათადარიგოთა სკამზე დარჩა, ვნახოთ, რა იქნება ამჯერად.
შაბათის სხვა საინტერესო დაპირისპირებები
| დრო | მატჩი | ტურნირი |
| 15:30 | მან სიტი - ტოტენჰემი | პრემიერ ლიგა |
| 17:30 | ჰაიდენჰაიმი - ვოლფსბურგი | ბუნდესლიგა |
| 20:30 | არსენალი - ლიდსი | პრემიერ ლიგა |
| 20:30 | სასუოლო - ნაპოლი | სერია ა |
| 21:00 | ნასიონალი - სპორტინგი | პრიმეირა ლიგა |
| 21:30 | ატლეტიკო - ელჩე | ლა ლიგა |
| 22:30 | ბულონი - სენტ ეტიენი | ლიგა 2 |
| 22:45 | მილანი - კრემონეზე | სერია ა |
| 23:05 | ლიონი - მეცი | ლიგა 1 |
| 23:30 | ლევანტე - ბარსელონა | ლა ლიგა |









