
ლა ლიგა
ლა ლიგის უკანასკნელ ტურში რეალ მადრიდის ესპანიოლთან სენსაციური მარცხის შემდეგ, მდგომარეობა სატურნირო ცხრილში უკიდურესად დაიძაბა. სხვაობა "სამეფო კლუბსა" და მეზობელ ატლეტიკოს შორის არის სულ რაღაც 1 ქულა, დღეს კი ისინი ერთმანეთს ხვდებიან. მე-3 პოზიციაზეა ბარსელონა, რომელიც ხვალ სევილიას ესტუმრება.
დავუბრუნდეთ რიგით 234-ე მადრიდულ დერბის, რომლის წინა 118 შეხვედრაში იმარჯვა, "ბლანკოსმა", 59-ჯერ მოიგო "როხიბლანკომ", 56-ჯერ კი ფრე დაფიქსირდა. დერბის საუკეთესო გოლეადორი არის ლეგენდარული კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც "ინდიელთა" კარში სხვადასხვა დროს 22 ბურთის შეგდება შეძლო.
რაც შეეხება ამ გუნდების დაპირისპირებას პირველ წრეში, - ფრე, 1:1. ედერ მილიტაოს გოლს შეცვლაზე შემოსულმა ანხელ კორეამ 95-ე წუთზე უპასუხა. "თეთრ-წითლები" დღეს იქნებიან ოპტიმალური შემადგენლობით, რასაც ვერ ვიტყვით კარლო ანჩელოტის გუნდზე: დანი კარვახალი, დავიდ ალაბა, ანტონიო რუდიგერი, ედერ მილიტაო. როგორც ვხედავთ, ბერნაბეუს ბინადრები მთლიანად უკანახაზის სასტარტო 4-ეულის გარეშე იქნებიან.
17:00 - სელტა-ბეტისი
19:15 - ბილბაო-ჟირონა
21:30 - ლას პალმასი-ვილიარეალი
23:55 - რეალი-ატლეტიკო

სერია ა
სერია ა-ში ყურადღების ცენტრში მილანის ემპოლისთან სტუმრობა იქნება. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში საბა გოგლიჩიძე ახლოს იყო რომაში გადასვლასთან, მაგრამ საბოლოოდ ის "აძურიში" დარჩა. დღეს ის ეცდება თავისი გუნდის დახმარებას, რომელიც მართლაც, რომ უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება.
ტოსკანურ გუნდს 8 დეკემბრის შემდეგ გამარჯვება არ აქვს - ექვსი მარცხი და ორი ფრე. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნავსის გატეხვა მოხდეს "როსონერისთან", რომელმაც სერჟიო კონსეისაუს მოსვლის შემდეგ, გამოიღვიძა. იტალიური გრანდის მიზანი არის ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლა, ჩამორჩენა ჯერჯერობით 8 ქულას შეადგენს.
18:00 - ვერონა-ატალანტა
21:00 - ემპოლი-მილანი
23:45 - ტორინო-ჯენოა

ბუნდესლიგა
ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმში გადასვლის შემდეგ, ბუნდესლიგაში ყურადღების ცენტრში ჩვენთვის სწორედ ეს გუნდი ტრიალებს. დღეს, გერმანიის ჩემპიონატის აუტსაიდერი ფრაიბურგს ესტუმრება. ქართველ ფორვარდს გოლი ჯერ არ გაუტანია "როთბლაუსში" და ვნახოთ, რა იქნება ამჯერად.
18:30 - დორტმუნდი-შტუტგარტი
18:30 - ვოლფსბურგი-ლევერკუზენი
18:30 - ჰოფენჰაიმი-უნიონი
18:30 - ფრაიბურგი-ჰაიდენჰაიმი
18:30 - მაინცი-აუგსბურგი
21:30 - გლადბახი-აინტრახტი

ლიგა 1
ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ის უკანასკნელ ტურში აიღო ლილის კარი, თუმცა სენტ-ეტიენი მაინც დამარცხდა. დღეს, მისი გუნდი სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფ რენს მიიღებს. საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებული 20 ტურის შემდეგ, "მწვანეები" 18 ქულით არიან მე-16 პოზიციაზე, მათი დღევანდელი მეტოქე კი ერთი საფეხურით მაღლა არის.
20:00 - ნიცა-ლანსი
22:00 - ლილი-ლე ავრი
23:55 - სენტ ეტიენი-რენი

ლეგიონერები
ზივზივაძის, დავითაშვილისა და გოგლიჩიძის გარდა, დღეს მოედანზე ვიხილვათ გიორგი ჩაკვეტაძესაც, რომლის უოტფორდი პრემიერ ლიგაში აღზევებისთვის მებრძოლ სანდერლენდს ესტუმრება. ასევე გამოსარჩევია ორი მატჩი ლა ლიგა 2-ში: გიორგი ქოჩორაშვილის ლევანტე ესტუმრება მალაგას, გიორგი წიტაიშვილის გრანადა კი მირანდესს მიიღებს.
16:15 - ლეიტონი-მანჩესტერ სიტი
16:30 - სანდერლენდი-უოტფორდი
18:30 - ფრაიბურგი-ჰაიდენჰაიმი
19:15 - გრანადა-მირანდესი
21:00 - ემპოლი-მილანი
21:30 - მალაგა-ლევანტე
23:55 - რეალი-ატლეტიკო
23:55 - ბრაიტონი-ჩელსი
23:55 - სენტ ეტიენი-რენი











