
პრემიერ ლიგა
პრემიერ ლიგაში სატურნირო ცხრილის ლიდერი ლივერპული ბრენტფორდს ესტუმრება. ასევე გამოსარჩევია არსენალისა და ასტონ ვილას შეხვედრა. "წითლების" უახლოესი მდევარი არის სწორედ ლონდონური გუნდი, რომელთანაც სხვაობა ამ დროისთვის 4 ქულას შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ მერსისაიდელებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
16:30 - ნიუკასლი-ბორნმუთი
19:00 - ბრენტფორდი-ლივერპული
19:00 - ლესტერი-ფულჰემი
19:00 - ვესტ ჰემი-კრისტალ პალასი
21:30 - არსენალი-ასტონ ვილა

ლა ლიგა
ლა ლიგაში დღეს ვიხილავთ ჩემპიონობისთვის მებრძოლი ორი გუნდის დაპირისპირებას - ბარსელონა ესტუმრება ხეტაფეს, ატლეტიკო კი ლეგანესს. სატურნირო ცხრილის ლიდერი ამ დროისთვის არის მადრიდული კლუბი, შემდეგ კი მოდის თანაქალაქელი რეალი და "ბლაუგრანა".
17:00 - ჟირონა-სევილია
19:15 - ლეგანესი-ატლეტიკო
21:30 - ბეტისი-ალავესი
23:55 - ხეტაფე-ბარსელონა

სერია ა
სერია ა-ში გველის ორი ტოპ შეხვედრა: ტურინის იუვენტუსი - მილანი და ბერგამოს ატალანტა ნაპოლი. სერჟიო კონსეისაუს კიდევ ერთი რთული გამოცდა, მაგრამ ერთხელ უკვე ჩაბარებული. შეგახსენებთ, რომ იტალიის სუპერთასის 1/2 ფინალში "როსონერიმ" სწორედ "ბებერ ქალბატონს" მოუგო.
ორივე გუნდი ამ დროისთვის არის ოთხეულს მიღმა და გამარჯვების მოპოვება ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლისთვის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. "ბიანკონერი" 34 ქულით მე-5 პოზიციაზეა, "შავ-წითლები" კი 31 ქულით მე-7 ადგილზე არიან.
რაც შეეხება სასკუდეტო დუელს - პირველ ადგილზე არის "პარტენოპეი", მესამეზე კი "ლა დეა". სხვაობა ამ ორ გუნდს შორის ოთხი ქულაა. ჩემპიონობისთვის ბრძოლა ჩაივლის ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე, რომელიც ცოტა ხნის წინ, პარის სენ-ჟერმენის მოთამაშე ოფიციალურად გახდა. ვნახოთ, რას იზამენ "ლურჯები" ქართველი ვინგერის გარეშე.
18:00 - ბოლონია-მონცა
21:00 - იუვენტუსი-მილანი
23:45 - ატალანტა-ნაპოლი

ბუნდესლიგა
ბუნდესლიგაში პირველ რიგში გვაინტერესებს ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმი, რომელიც სანქტ პაულის მიიღებს. მისმა ახალმა გუნდმა უკვე მოახერხა გასავარდნი ზონიდან თავის დაღწევა და ახლა "როთბლაუსი" არის მე-15 პოზიციაზე, სწორედ "მეკობრეების" მეზობლად. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ქართველი ფორვარდი ბუნდესლიგაში დღეს პირველი ბურთის გატანას.
18:30 - ბაიერნი-ვოლფსბურგი
18:30 - შტუტგარტი-ფრაიბურგი
18:30 - ბოხუმი-ლაიფციგი
18:30 - კილი-ჰოფენჰაიმი
18:30 - ჰაიდენჰაიმი-სანქტ პაული
21:30 - ლევერკუზენი-გლადბახი

ლიგა 1
ლიგა 1-ში გიორგი მიქაუტაძის ლიონი საკუთარ კედლებში ტულუზას მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა თავდამსხმელმა შუა კვირაში მოასწრო კიდევ ერთი ბურთის გატანა, ამჯერად საფრანგეთის თასზე. დღეს ასევე პარის სენ-ჟერმენი ესტუმრება ლანსს, მაგრამ ჯერჯერობით კვარას გარეშე. ქართველი ვინგერის დებიუტი შედგება ერთ კვირაში, რეიმსთან.
20:00 - ლანსი-პსჟ
22:00 - რენი-ბრესტი
23:55 - ლიონი-ტულუზა

ლეგიონერები
საინტერესო დაპირისპირებები გველის სერია ბ-ში - ლუკა ლოჩოშვილის სალერნიტანა მიიღებს რეჯანას, გიორგი კვერნაძის ფროზინონე კი მოდენას ესტუმრება. არ უნდა დაგვავიწყდეს ჩემპიონშიპი, სადაც გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდი დერბის ესტუმრება. მთავარი მატჩი კი გაიმართება ლა ლიგა 2-ში: გიორგი ქოჩორაშვილის ლევანტე გიორგი წიტაიშვილის გრანადას წინააღმდეგ.
18:00 - სალერნიტანა-რეჯანა
18:00 - მოდენა-ფროზინონე
18:30 - ბაიერნი-ვოლფსბურგი
18:30 - ჰაიდენჰაიმი-სანქტ პაული
19:00 - ბრენტფორდი-ლივერპული
19:00 - დერბი-უოტფორდი
19:15 - ლეგანესი-ატლეტიკო
20:00 - ლანსი-პსჟ
21:00 - იუვენტუსი-მილანი
21:30 - არსენალი-ასტონ ვილა
23:45 - ატალანტა-ნაპოლი
23:55 - ბარსელონა-ხეტაფე
23:55 - ლიონი-ტულუზა
23:55 - ლევანტე-გრანადა











